უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან ვიღაც ყვავილებს იპარავდა - ნახეთ ვინ არის "დამნაშავე“

  • primetime.ge
  • 12 ნოემბერი 21:19

კანბერეში ავსტრალიის სამხედრო მემორიალის თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ, თუ ვინ იტაცებდა ხელოვნურ ყვავილებს უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან. 

ნუთუ ვინმე აპირებს შეურაცხყოფა მიაყენოს დაღუპულ სამხედროებს? ვის სჭირდება საერთოდ ხელოვნური ყვავილები?


თუმცა საქმე გაცილებით მარტივი ყოფილა - მემორიალის ერთ-ერთ დარბაზში მტრედი ჩასახლდა და საკუთარი ბუდე ხელოვნური ყვავილებით მოიწყო. 


მემორიალის თანამშრომლებს გული არ დასწყვეტიათ - მტრედი ხომ მშვიდობის სიმბოლოა, თანაც მტრედებს ომის დროსაც ხშირად იყენებდნენ.


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge