ძაღლების ენა - რას გეუბნებათ თქვენი მეგობარი, როდესაც სხვადასხვა ხმებს გამოსცემს

  • newposts.ge
  • 12 ნოემბერი 21:18

ძაღლები სხვადასხვა ტიპის ხმას გამოსცემენ და ასე ცდილობენ ადამიანებთან თუ სხვა არსებებთან კომუნიკაციის დამყარებას. მაგალითად, ყეფის დროს ძაღლი ზოგჯერ სიხარულს გამოხატავს, ზოგჯერ შიშს ან შესაძლოა ის საფრთხის შესახებ მიგვითითებდეს.

ხანგრძლივი ყეფა - განსხვავდება მოკლე და ხანგრძლივი ყეფა. განსხვავებულია არა მარტო ჟღერადობა, არამედ მნიშვნელობაც. „როდესაც ყეფა არ სრულდება, ის ხშირად მღელვარებითაა გამოწვეული“ - ამბობს ვეტერინარი ეველინ კას-ვილიამსონი. „ძაღლებმა შესაძლოა ასე დაყეფონ აღელვების გამო ან ოჯახის სხვადასხვა წევრისგან განსხვავებული მითითებები მიიღონ და ვერ ხვდებოდნენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ.“


ყმუილი - უკან გადაწეული თავი და ყმუილი ყველასთვის ნაცნობი სურათია. ექიმი ბერნალი ძაღლის ამ ქცევას მის წინაპარ ნაცრისფერ მგელთან აკავშირებს. მგლები კი ამ დროს საკუთარ ხროვას ელაპარაკება და ცდილობს მათ მოტივირებას, რომ ინადირონ.


ამოხვნეშა - ჩვენ ხშირად ვართ მოწყენილები და ვხვნეშით, თუმცა ძაღლების შემთხვევაში ამოხვნეშის გამომწვევი მიზეზი განსხვავებულია. ძაღლების შემთხვევაში ის კმაყოფილებითაა გამოწვეული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენს მეგობარს თვალები ნახევრად დახუჭული აქვს.


ფრუტუნი - ფრუტუნი, ისევე როგორც დაცემინება, შესაძლოა ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი გზა იყოს.


დაბალი ტონის კვნესა - თუ კვნესა ადამიანებში მოწყენილობის ან ნეგატიური ემოციების გახმოვანებაა, ძაღლების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ისინი ამ დროს თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობენ. ამ ხმას ხშირად ლეკვები გამოსცემენ, როდესაც მათი პატრონი ეფერება ან დედას ეხუტებიან.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge