გამზარდიას მიმართვა: ვინც შეწუხებულია იმით, რომ საწყალ, ბიჭს წესს არ უგებენ და ფიქრობთ რომ თქვენ კარგი ქრისტიანები ხართ...

  • 12 ნოემბერი 17:29

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, შაკო ბარამიძისთვს სასულიერო პირის მხრიდან წესის აგებაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულ საზოგადოებას მიმართავს.

 


"ყველას, ვინც ძალიან შეწუხებულია იმით, რომ საწყალ, ახალგაზრდა ბიჭს წესს არ უგებენ სასულიერო პირები და ფიქრობთ რომ თქვენ კარგი ქრისტიანები ხართ, ხოლო სასულიერო პირები ფარისევლები, გთავაზობთ ასეთ რამეს - ცნობილია რომ პირად ლოცვებს ძალიან დიდი ძალა აქვს. გარდაცვლილებს ხშირად უკითხავენ ფსალმუნებს. იქნებ, გარდაცვლილის ყოფილმა ორგანიზაციამ იტვირთოს ჯგუფების ორგანიზება და თითო-თითო კანონი წაუკითხოთ. მეც ჩამსვით სიაში, მითხარით რომელი კანონი წავუკითხო და პატარა წვლილს შევიტან თქვენთან ერთად.


ჩვენი ეს მოწადინება გარდაცვლილსაც შეეწევა და ოჯახსაც გაამხნევებს.


ფეისბუქში უამრავი შეწუხებული ადამიანი შემხვდა და იმედია, ყველა ჩაერთვებით", - წერს არჩილ გამზარდია.


ავარიაში დაღუპული ბიჭისთვის, რომელიც "გირჩის" რელიგიური ორგანიზაციის წევრი გახლდათ, წესის აგებაზე სასულიერო პირმა უარი თქვა.