წყალტუბოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

  • 12 ნოემბერი 16:19

წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ აღინიშნება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.


ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.