"მიტროპოლიტი პეტრე, ბოლომდე აწვება, რომ პატრიარქი გადადგეს და ვიღაცას უკვალავს გზას სინოდში პატრიარქობისკენ"

  • 11 ნოემბერი 00:15

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მისი განცხადებებით სინოდში ვიღაცას გზას პატრიარქობისკენ უკვალავს.

გამზარდიას აზრით, აღნიშნულ საქმეში პეტრეს ცაავას მამაოძრავებელი ძალა მეუფის პოზიციაზე დაბრუნებაა.  


"მიტროპოლიტი პეტრე, ბოლომდე აწვება, რომ პატრიარქი გადადგეს და ვიღაცას უკვალავს გზას სინოდში პატრიარქობისკენ, რომელიც სავარაუდოდ ჰპირდება პეტრე ცაავას, რომ აღადგენს სინოდში გაპატრიარქების შემთხვევაში.


მაგრამ... ვინ არის ის, ვისზეც პეტრე ცაავა მუშაობს... და ის კი გასუსულია და ფარულად მოქმედებს, ალაპარაკებს რა პეტრე ცაავას," - წერს არჩილ გამზარდია.