"მივხვდი, რომ იწყებოდა სექსი მღვდელთან, პირდაპირ ტაძრის საკურთხეველში" - გაბუნიას შოკისმომგვრელი მონოლოგი

  • 10 ნოემბერი 22:00

"მივხვდი, რომ იწყებოდა სექსი მღვდელთან, პირდაპირ ტაძრის საკურთხეველში", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გადაცემის "პოსტ ფაქტუმის" წამყვანმა იორგი გაბუნიამ განაცხადა და სასულიერო პირი მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

გაბუნიამ თავის მონოლოგში არც ტაძარი და არც სასულიერო პირი არ დააკონკრეტა, თუმცა ფაქტი დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ "წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთ ეკლესიაში" მოხდა. 


"ჩემი ისტორია ასეთია, ერთ დღეს, ეს ხდება ძალიან ებვრი წლის წინ, არ დავაკონკრეტებ ადგილს არც დროს შეგნებულად, მაგრამ ბევრად უფრო პატარა ვიყავი, პირტიტველი ჭაბუკი ფაქტობრივად, შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში არ ვაკონკრეტებ კონკრეტულად სად .... ვეცნობი სიტუაციას და ცოტახანში ჩემთან მოდის მღვდელი რომელმაც შეამჩნია რომ უცხო ვიყავი და მეუბნება - მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო, მე დავეთანხმე გამიხარდა კიდევად და დაიწყო მოყოლა აი აქ ეს გამოსახულებაა ... ცოტახნის მერე ვგრძნობ რომ წინ რაღაც შემეხო ჩემი რეაქცია მოულოდნელი იყო დავიხედე ვიფიქრე რომ რაღაცას დავეჯახე მაგრამ აღმოვაჩინე რომ ირგვლივ არაფერი არ იყო, შესაბამისად მივხვდი რომ ეს მღვდელი იყო გავიფიქრე რომ უბრალოდ რაღაცეების ახსნაში ხელი მოუხვდათქო, გავაგრძელეთ ნუ რა უნდა მეთქვა თან ხალხში ვართ ... გავაგრძელეთ ისევ მათვალიერებინებდა და ისევ ახალ ძალაინ აშკარა შეხება ვიგრძენი ვილინოსავით ჩამისვა ხელი ეს უკვე შეგნებულათ გაკეთებული ჩასმა იყო, ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი წარმოიდგინეთ ტაძარში ვარ უცებ აღმოვაჩინე რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს, ამოსობაში მივედით საკურთხეველთან და თან ვფიქრობ რომ მორჩება და წავა.... მივედით საკურთხევლამდე და ამ დროს მეუბნება წამოდი ეხლა საკურთხეველში შევიდეთო იქ ისეთ რაღაცეებს გაჩვენებ რასაც ვერასდროს ვერ ნახავო, ისევ ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ნუ რა უნდა მაჩვენოს ამისთანათქო ვიპიქრე და გავყვეი სიმართლე გითხრათ მაინტერესებდა, შევედით საკურთხეველში განსხვავება ტაძრისგან ის არის რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი... ამ დროს მეუბნა მიდიო ნუ გერიდება ხელი მოუსვიო ფრესკებს ნახეო, ნუ მეც დავემორჩილე მოვუსვი ხელი და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა ამას მოსმა აღარ ქვია ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი, მე ავკარი ხელი და ძლივს მოვაგლეჯინე ხელი მივხვდი იქყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ ტაძრის საკურთხეველში ... რომ გამოვედი უკან გავიხედე და იმ მღვდელს ახალი ბიჭი ყავდა და გადიოდა ზუსტად იმ გზას რაც გამატარა მე. მიყავს ეს ბიჭი საკურთხევლისკენ...", - ამბობს გიორგი გაბუნია.