ნიკუშა სახლში დაბრუნდა და რეაბილიტაცია სჭირდება!

  • primetimenews.ge
  • 8 ივნისი 23:58

სოციალურ ქსელში ქართველი ლუი ანდერსონის იგივცე ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ფოტო გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

ის ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული.


რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.


მას თირკმლების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს დაუდგინეს. 10 წლის ნიკუშას შემდეგ ინსულტი განუვითარდა და ის ინგოროყვას კლინიკაში აპარატზე იყო შეერთებული.


გავრცელებული ინფორმაციით, ნიკუშა თით­ქმის ერთი თვეა, სახლში დაბრუნდა. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზეც რთულია და მას სტაბილურად სჭირდება რეაბილიტაცია.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge