ავარია გორში – ავტომობილი ქალს და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა

  • primetimenews.ge
  • 8 ივნისი 23:33

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.


ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, რომელმაც დაშავებული ქალი „გორმედის“ საავადმყოფოში გადაიყვანა.


როგორც თვითმხილველები ყვებიან მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ზებრაზე გადადიოდნენ, რა დროსაც ტოიოტას მარკის ავტომობილი ქალს დაეჯახა. ბავშვი მსუბუქად დაშავდა


სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge