"მე რომ რაიმე ფილმის სანახავად მივდიოდე და მთელი საქართველო მთხოვდეს, არ უყურო ამ ფილმსო, არ ვნახავ, გულს არ ვატკენ ხალხს"

  • 9 ნოემბერი 19:19

ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, საქართველოს კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა არ შემდგარა.

 

აღნიშნული განცახდების საფუძველი ვასაძის პირადი შეხედულებებია.


ის თვილის რომ ადამიანები, რომლებიც სეანსზე იმყოფებოდნენ ქართულ "სამაყურებლო საზოგადოებას" არ წარმოადგენენ და მსგავსი ფილმების ნახვაში ხელფასს იღებენ.


"მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ფილმის ჩვენება არ შემწყდარა არანაირი პრემიერა ჩვენი აზრით არ შემდგარა. ის რამოდენიმე ანგარიჟებული ადამიანები, რომლებიც ხელფას იღებენ მსგავს აქციებში მონაწიელობისთვის და უყურეს ფილმს არ არის ქართული სამაყურებლო ინტერესების გამომხატველი", - აღნიშნა ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.


მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას ქართველი საზოგადოება სთხოვს რომ რაიმე ფილმი არ ნახოს, მზად არის პირად ინტერესს საზოგადო ანაცვალოს.


"მე რომ რაიმე ფილმის სანახავად მივდიოდე და მთელი საქართველო მთხოვდეს, თუნდაც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ლევან არ უყურო ამ ფილმსო, მე არ ვნახავ, იმიტომ რომ ქართველი ვარ და გულს არ ვატკენ ხალხს. პატივისცემას გამოვხატავ და მაგიტო არ ვნახავ", - აღნიშნა ვასაძემ.


მანვე, გუშინდელი საღამოზე, პასუხისმგებლობა ბიძინია ივანიშვილს დააკისრა და ხელისუფლებიდან წავლისკენ მოუწოდა.


ვინაიდან ვასაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ფილმის პრემიერის ჩასაშლელად საჭირო ზომებს არ მიმართა, აღარ აქვს უფლება იყოს ხელისუფლებაში.