"როდესაც ბრბო მისდევს ეშმაკს, მიჩნდება სურვილი, დავიცვა იგი"

  • 9 ნოემბერი 19:13

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"როდესაც ბრბო მისდევს ეშმაკს, მიჩნდება სურვილი, დავიცვა იგი"


და თუ ღმერთს გაეკიდება ბრბო, თუ უფლის გზით ივლის?


არ შეიძლება მთელი წელი უღმერთოდ ვიცხოვროთ, ყველას არ დავეხმაროთ (არ შეგვახვედრებს იმდენ დასახმარებელს უფალი, რომ ვერ მოვერიოთ), ყველას გვერდით არ დავუდგეთ და ერთ დღეს ეშმაკს გავეკიდოთ და გვიკვირდეს, რატომ ვერ ვამარცხებთ!


არ შეიძლება მთელი წელი არ დავიცვათ მიწა, ენა, სარწმუნოება და ერთ დღეს ფეხმოკიდებული ეშმაკი გაგვიკვირდეს!


უფალს გავეკიდოთ, რთულია, კი, შორია გზა უფლამდე, სულ უნდა იარო...
რთულია უფლისკენ მიმავალი გზა, როცა ასე მოკლეა გზა ეშმაკამდე, როცა ასე თავბრუდამხვევია ეშმაკთან კამათის და ჩხუბის სურვილი.


უფალს რომ დავედევნოთ, ეშმაკი აქეთ გამოგვეკიდება... მივცეთ, მამას საშუალება დაგვიცვას!


რამდენჯერ მინახავს გვერდით ჩავლილი ეშმაკი, მეც კი, მე ცოდვილს - მინახავს!


უკეთ რომ მეცხოვრა, უკან ჩამოტოვებულ ეშმაკსაც დავინახავდი!


რა კარგი დრო იყო, ეშმაკი რომ მოგვსდევდა!"