ვახტანგ ცაგარელი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თვისობრივად ახალ დასავლური ტიპის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს“

  • 9 ნოემბერი 17:51

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თვისობრივად ახალ დასავლური ტიპის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს“, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა.

„მისი განვითარება უწყვეტი პროცესი იქნება და 2020 წლის პირველი ფაზის გაშვების შემდეგ, რა თქმა უნდა უნივერსიტეტის განვითარება გაგრძელდება როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე აკადემიური. როგორც მოგეხსენებათ ამ დიდ საშვილიშვილო საქმეში ჩვენი პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც თავად უკვე 150 წლისა და მისი განვითარებაც კი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღესაც ინფრასტრუქტურულად და აკადემიურად მისი გაფართოება ხდება, - აცხადებს ვახტანგ ცაგრელი.


„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.