მოგიხდებათ თუ არა მოკლე თმა, ამას თქვენი ნიკაპი წყვეტს

  • 10 ივნისი 12:00

ამ მეთოდის გენიალურობა მის სიმარტივეშია! ერთადერთი რაც დაგჭირდებათ, სახაზავი და ფანქარია.

თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია თმის მოკლედ შეჭრაზე. მით უმეტეს, რომ სელებრითები ერთმანეთის მიყოლებით იჭრიან კულულებს.
მაგრამ, რომ არ მოგვიხდეს?
ამ დილემის გადაჭრა უმარტივესი მეთოდით - „5.7 სანტიმეტრით“ შეგიძლიათ.


ეს საოცარი ფორმულა სტილისტმა ჯონ ფრიდმა მოიგონა. ის დიდხანს სწავლობდა სხვადასხვა ვარცხნილობას სხვადასხვა ტიპის სახეზე, როცა აღმოაჩინა, რომ ყველაფერს ნიკაპი წყვეტს, უფრო კონკრეტულად კი - მანძილი ყურის ბიბილოსა და ნიკაპის წვეტს შორის.



ეს მეთოდი უბრალო და საიმედოა, მოქმედებს ნებისმიერი ფორმის სახეზე. მოკლედ, დაიჭირეთ სახაზავი ვერტიკალურად ისე, რომ იგი თქვენი ყურის ბიბილოს ეხებოდეს. შემდეგ აიღეთ ფანქარი და დაიდეთ ნიკაპთან ჰორიზონტალურად. ასე გაარკვევთ ნიკაპის წვერის დაშორებას ყურის ბიბილოსგან.
თუკი დაშორება 5.7სმ-ზე ნაკლებია, მაშინ თქვენ ძალიან მოგიხდებათ მოკლე ვარცხნილობა, ხოლო თუკი მეტია - გირჩევთ, გრძელი თმით დატკბეთ.