თბილისში 41 წლის კაცი მე-6 სართულიდან გადახტა

  • 9 ნოემბერი 16:56

თბილისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების თქმით, კაცი 41 წლის იყო და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა ვარკეთილში ცოტა ხნის წინ მოხდა.

"პირველს" შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.