"ქართული მარშის" ხელმძღვანელობამ, დღეს საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანებს უნდა დაურიგოს სპეციალური "ანტიგეი სამაჯური"

  • facebook.com
  • 9 ნოემბერი 17:04

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მიმართ "ქართული მარშის" დამოკიდებულებაზე სახალისო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელდა მეცნიერაულად დასაბუთებული ინფორმაცია, რომ გუშინდელ ფილმს არა მხოლოდ მაყურებლებზე შეუძლია შესაბამისი ზემოქმედების მოხდენა (ორიენტაციის შეცვლა), არამედ ეკრანიდან ასი მეტრის რადიუსში მდგომ ადამიანებზეც ახდენს გავლენას. ამიტომ, "ქართული მარშის" ხელმძღვანელობამ, დღეს საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანებს უნდა დაურიგოს სპეციალური "ანტიგეი სამაჯური". როგორც ამბობენ, ამ ამბავს დიდი მღელვარება მოჰყოლია იმ ხალხში, ვინც გუშინ იყო აქციაზე. ჩვენ რატომ არ ვიყავით აღჭურვილი მსგავსი დაცვის საშუალებებითო. საკუთარ თავს დააბრალონ. სად მიდიოდნენ, რომ მიდიოდნენ?"


სრული ვერსიის ნახვა facebook.com