ჯაკო დღეს 34 წლის გახდებოდა - ემოციურ ვიდეოს ინგა გრიგოლია აქვეყნებს

  • 9 ნოემბერი 16:11

ტელეკომპანია "TV პირველის" ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე იგივე ჯაკო 9 ნოემბერს 34 წლის გახდებოდა.

ჟურნალისტი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვლა, როდესაც მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა.


დღეს მისი მეგობრები ჯაკოს ემოციურად იხსენებენ, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს წარწერით:


"ასე აღვნიშნავდით ხოლმე ჯაკოს დაბადების დღეს ((((((((((((((((((((((((((( რა საშინელებაა ეს დღე მის გარეშე


ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ, ყველაზე მძიმე დღე დადგა,9 ნოემბერი დღეს ჯაკოს დაბადების დღეა. 34 წლის გახდა ჯაკო, ჩვენი ბიჭი,ჩვენი საშინელი ტკივილი. ისე მძიმეა მისი დაბადების დღე მის გარეშე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ..არაფრის დაწერა და თქმა არ შემიძლია როგორ გვიყვარხარ, ჯაკო... სად წახვედი? სად?!.."-წერს ინგა გრიგოლია