კინოთეატრი "ამირანი" განცხადებას ავრცელებს

  • 9 ნოემბერი 15:49

მარკეტინგის სამსახურის განცხადებით, მათთვის ძალიან სამწუხაროა, რომ კინოში მისულმა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური ტრავმები მიიღო და დღეს დილით ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს კინო ამირანთან.

"იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბილეთის მფლობელმა ადამიანებმა კინოთეატრში მოსვლა ვერ მოახერხეს. ყველა მათგანს დღეს ვეპატიჟებით კინოთეატრში და გთხოვთ, დარბაზში კუთვნილი ადგილების უსაფრთხოდ და დროულად დაკავების მიზნით, მათ, ვინც ბილეთები შეიძინა 8-ის ნახევრიან სეანსზე კინოში მოხვიდეთ 6 საათიდან იმედს გამოვთქვამთ, რომ დღეს და ხვალ დაგეგმილი სეანსები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რისთვისაც ჩვენ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან, ისე ეფექტურად და კოორდინირებულად, როგორც გუშინ."- წერია კავეას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია.