BBC , hollywood reporter და NBC - რას წერს დასავლური მედია "და ჩვენ ვიცეკვეთ" თბილისურ პრემიერაზე

  • rustavi2.ge
  • 9 ნოემბერი 15:26

თბილისში კინოთეატრ "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს დასავლური მედია ეხმიანება. BBC წერს, რომ ლევან აკინის ფილმის პრემიერამ პროტესტი კონსერვატორ და მორწმუნე ადამიანებში გამოიწვია.

სტატიის მიხედვით, გეი სიყვარულის შესახებ ფილმის ჩვენება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გააკრიტიკა და შეაფასა, როგორც ეკლესიაზე თავდასხმა.


ამავე თემაზე სტატიას ავრცელებს hollywood reporter-იც. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ლევან აკინის ფილმის პრემიერა რელიგიურმა და ულტრა-ნაციონალისტურმა ძალებმა დაგმეს - წერს გავლენიანი გამოცემა. ამავე ცნობით, დემონსტრანტებმა ლგბტ დროშა დაწვეს და კინოთეატრის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ.


"პროტესტი, დაპატიმრებები და დაშავებულები - ქართველებმა გეი ფილმის დებიუტი გააპროტესტეს" - ამ სათაურით სტატიას NBC ავრცელებს. გამოცემა საპატრიარქოს პოზიციასაც ახმოვანებს და წერს, რომ ეკლესია ლგბტ თემს არასდროს შეეგუება.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge