გიორგი კეკელიძე:ქვეყანაში რაც ხდება, მთელი დღეა სახელიც კი ვერ მოვუძებნე

  • 9 ნოემბერი 01:25

ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში დღევანდელ მოვლენებს გამოეხმაურა.

"და ამ ყველაფრის ფონზე, რაც ჩემს საყვარელ ქვეყანაში ხდება და რასაც მთელი დღეა სახელიც კი ვერ მოვუძებნე, თითქოს სიმბოლურად, სადღაც ჩრდილში და მორცხვად, დგას ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე - ყველაზე დიდი შემწყნარებლის და თვითონ შეუწყნარებელი კაცის. კაცის, ვისაც ყველა ახსენებს და არავინ ითვალისწინებს",-გიორგი კეკელიძე


შეგახსენებთ, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანთან" საზოგადოების ჯგუფი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას ცდილობდა. საქართველოს მასშტაბით ჩვენება 5 კინოთეატრში გაიმართა.