ვინც თავს ეკლესიის წევრად თვლის, ფილმს არ უნდა უყუროს

  • ipress.ge
  • 8 ნოემბერი 18:08

ჩემი პოზიციაა ეს. ამ ფილმის საყურებლად არ უნდა შევიდეთ კინოთეატრებში”,-ამის შესახებ, მამა შალვა კეკელიამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

ფილმის ჩვენების წინააღმდეგია დეკანოზი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარიც. მამა შალვა კეკელიას აზრით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა მსგავსი შინაარსის ფილმს არ უნდა უყუროს.


დეკანოზი ასევე აღნიშნავს, რომ ძალადობა დაუშვებელია და პროტესტის გამოსახატად მშვიდობიანი ფორმაა საჭირო.


“ჩვენი პროტესტი არ შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, შევარდნით, ჩხუბით, ბილწსიტყვაობით, ეს ყოვლად მიუღებელია. არცერთი, ვინც თვლის თავს მართმადიდებელ ადამიანად, ეკლესიის წევრად, ამ ფილმის ყურებაში არ უნდა მიიღოს მონაწილოება. ჩემი პოზიციაა ეს. ამ ფილმის საყურებლად არ უნდა შევიდეთ კინოთეატრებში”,-ამბობს მამა შალვა კეკელია.


შეგახსენებთ, ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge