"და აი, ეკვილიბრიუმი დაბრუნდა!"- გიორგი კეკელიძე ახალქალაქიდან ფოტოებს აქვეყნებს

  • 7 ივნისი 00:31

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალქალაქის სოფლებიდან ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო.

"და აი, ეკვილიბრიუმი დაბრუნდა!
ამჯერად ახალქალაქის სამი სოფელი - მარტუნი, ორჯა და ხანდო - მოვიარეთ. სამივეგან, უახლესი წიგნებით, მცირე ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ. მომავალი კვირიდან უკვე დაავადების კონტროლის ცენტრიც შემოგვიერთდება და შესაბამის სამედიცინო საინფორმაციო ცენტრებსაც მოვაწყობთ",- წერს გიორგი კეკელიძე.