7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 6 ივნისი 23:49

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


გამოცდის პერიოდი მთავრდება და ვარსკვლავები თქვენ მიმართ ისევ კეთილგანწყობით იქნებიან. ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და ეჭვების დაძლევისთვის. ეს დღე შეხვედრებს და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ახლობელ ადამიანთან საიბრის დროს თქვენი შინაგანი სამყაროს გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ.


კურო


დაძაბული დღეა, თუმცა თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. მოსალოდნელია რომელიღაც კოლეგასთან ურთიერთობის გაუარესება. სავარაუდოდ, ვიღაცამ უბრალოდ, ვერ გაგიგოთ. საღამოს ეცადეთ პირადი ცხოვრების პრობლემები მოაგვაროთ და სულიერ განვითარებაზე იზრუნოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა.


ტყუპები


ფიზიკურ დატვირთვას და სწორ კვებას მეტად უნდა მიაქციოთ ყურადღება. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციურობამ შესაძლოა, რიმელიღაც მეგობართან პრობლემები შეგიქმნათ. ეს დღე პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით სავსეა, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეები და მოულოდნელი შეტყობინება სიყვარულზე ფიქრს დიდი ხნით დაგავიწყებთ.


კირჩხიბი


მშვიდი და სასიამოვნო დღეა, თუმცა წინა დღეების ნეგატიური ტენდენციები ისევ იგრძნობა. ეცადეთ, უსიამოვნო ფიქრები თავიდან ამოიგდოთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამომ სასიამოვნო შეხვედრა მოგიტანოთ.


ლომი


გამოცდების პერიოდი მთავრდება. ახლობელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში დასვენება ან ხანგრძლივი მოგზაურობა სტრესისა და დაღლილობისგან გაგათავისუფლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ რომანტიკულ კავშირებზე და სასიყვარულო გატაცებებზე მეტი იფიქროთ. ძველი ურთიერთობების მონატრება ან ექსტრავაგანტურობისკენ სწრაფვა მცირე, მაგრამ უსიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.


ქალწული


სასიამოვნო დღეა, რომელიც პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავთ, შეუდექით, მაგრამ გახსოვდეთ რომ სიახლე ყოველთვის ისეთი ადვილი არ არის, როგორც თავიდან გვეჩვენება. რომანტიკული შეხვედრა ან ახლობელ ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობა დიდხანს დაგამახსოვრდებათ.


სასწორი


საშიში დღეა. მოსალოდნელია დეპრესია ან ნერვიული სტრესი. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და იმედგაცრუება დაგეუფლოთ. ეცადეთ, თქვენს პროექტებში ახალი ადამიანები ჩართოთ.


მორიელი


ეს დღე ცვლილებებს და პრინციპების დაცვას უკავშირდება. სასურველია განმარტოვება და მშვიდ გარემოში მოქმედების ახალ სტრატეგიაზე ფიქრი. საქმიან პარტნიორებთან და უფროსებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ოჯახის უფროს წევრებთან გაუცხოვებაც არ არის გამორიცხული. გეჩვენებათ, რომ ისინი თქვენს ცხოვრებაში ერევიან და თავისუფლად მოქმედებას გიზღუდავენ. არ ინერვიულოთ, დღის მეორე ნახევარი გაცილებით სასიამოვნო იქნება.


მშვილდოსანი


ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული პარტნიორთან ურთიერთობა. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.


თხის რქა


პოზიტიური დღეა, რომელიც პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გჭირდებათ. წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად შეაფასებთ. თუნ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელთან გამკლავებაც თქვენს ძალებს აღემატება, შეიძლება ამას დაცინვადა თქვენი ავტორიტეტის შელახვა მოჰყვეს. ეცადეთ, ახლობელი ადამიანები უყურადღებოდ არ მიატოვოთ.


მერწყული


სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა ნივთების შეძენისთვის, განსაკუთრებით, სამკაულების, ძვირფასეულობისა და საყოფაცხოვრებო ნივთების. დღის მეორე ნახევარში სასურველია განმარტოება და ფიქრი. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები. სასურველია წყლის პროცედურები.


თევზები


ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. უამრავ თევზს დიდი ხნის ოცნება აუსრულდება. მეგობრები და თანამოაზრეები ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევენ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge