თენგიზ ცერცვაძე: მეორე ტალღას ოქტომბერ-ნოემბრიდან ველოდებით

  • imedinews.ge
  • 6 ივნისი 23:34

„პანდემიის მეორე ტალღას ოქტომბერ-ნოემბრიდან ველოდებით“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კორონავირუსს სეზონური ბუნება.


„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად, გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს.


მას აქვს ისეთივე ბუნება, როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტიურდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს, თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება - შეიძლება, არც იყოს მეორე ტალღა", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge