ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

  • imedinews.ge
  • 6 ივნისი 20:59

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობის ბრალდებით, 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გერმანული მედიის ცნობით, დაზარალებულთა შორისაა 5, 10 და 12 წლის ასაკის სამი ბავშვი. მთავარი ეჭვმიტანილი მიუნსტერის მცხოვრები, IT-სპეციალისტი, 27 წლის კაცია, რომელიც სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს.


კაცს 2016 და 2017 წლებში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ორჯერ მიუსაჯეს პირობითი სასჯელი. ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცმა თერაპიის კურსი გაიარა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge