CNN ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის სკანდალზე წერს

  • imedinews.ge
  • 6 ივნისი 20:12

ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.


„ჩოგბურთელის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოწმობს. წყვილი, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს, გასულ წელს განქორწინდა“, - წერს CNN-ი.


თუმცა მტკიცებულებებზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატიც მიუთითებს.


„არსებობენ მოწმეები. არსებობს რამდენიმე აუდი და ვიდეოჩანაწერი, ასევე ტექსტური შეტყობინებები“, - აღნიშნავს ადვოკატი ანა აბაშიძე CNN-თან საუბრისას.


მისივე თქმით, მედიამ საქმე არასამართლიანად გააშუქა, ხალხის უმრავლესობამ ჩოგბურთელს დაუჭირა მხარი არა საქმის ასპექტებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის გამო.


„თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ „მორალურად გაასამართლა“, - აღნიშნა ანა აბაშიძემ CNN-თან.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge