მექსიკაში პოლიციამ მოქალაქე პირბადის უქონლობის გამო მოკლა

  • 6 ივნისი 19:58

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში პოლიციელების მიერ მოქალაქის მკვლელობის გასაპროტესტებლად მასობრივი  გამოსვლები დაიწყო. სამართალდამცველებმა, მოკლული პირი, პირბადის უქონლობის გამო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის გარდაიცვალა. 

სახელმწიფო გუბერნატორი ენრიკე ალფარო მომიტინგეებს დაჰპირდა, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. 


საპროტეტსო გამოსვლებს თან ახლავს არეულობა და სამართალდამცავებთან შეტაკებები, ყაჩაღობისა და სროლის ფაქტები.


დაკავებული ჯოვანი ლოპესის გარდაცვალების წინასწარ მიზეზად ტვინის დაზიანება სახელდება. ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, ხოლო ფეხის არეში ტყვიით არის დაჭრილი.