უხცოეთიდან გადმოყვანილი 3 მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა

  • primetime.ge
  • 6 ივნისი 19:27

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდგინდათ და უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდნენ და უკვე გაწერეს კლინიკიდან.

 

 


ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.


 „აღნიშნული სამი პაციენტი შემოყვანილი იყვნენ უცხოეთიდან, მათ იქ დაუდგინდათ კორონავიურისი და შესაბამისად მათთვის ცალკე გრაფა იყო გამოყოფილი stopcov.ge-ზე. ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და გაეწერნენ ბინაზე და გადავიდნენ სახლის პირობებში იზოლაციაში“,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge