ამ დროისთვის უსაფრთხოების რა ზომებია კინოთეატრებში

  • 8 ნოემბერი 16:24

იმ კინოთეატრებთან, სადაც დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენებაა დაგეგმილი მობილიზებულია სამართალდამცველები.

კინოთეატრების შენობებში განთავსებულია სპეციალური დეტექტორები, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით პრევენციული მიზნით განათავსეს.


კინოჩვენების დაწყებამდე ასევე კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. რომლებმაც სეციალურად გაწვრთნილი ძაღლების თანხლებით კინოთეატრის დარბაზები გადაამოწმეს.