„არ მჭირდება საქართველოს კურორტები“ - ხატია წერეთელის სკანდალური პოსტი

  • 6 ივნისი 16:11

პროფესიით მასაჟისტი და მოყვარული მომღერალი ხატია წერეთელი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ქართველებმა საქართველოში დასვენება და ფულის დახარჯვა უნდა ისწავლონ.

"რაო გახარიამ? ვერ დაისვენებთო საზღვარგარეთო? ვითომ რატომაო? ჩრდილო კორეა ვართ? არ მჭირდება საქართველოს კურორტები, უამრავჯერ ვარ ნამყოფი ყველგან. და განსხვავებული გარემო მინდა,
თან საქართველოში ნორმალურად დასვენება მინიმუმ. 5000 დოლარი ჯდება, 5 ლარია (კოიკებზე წამოწოლას არ ვაპირებ) თურქეთში ბევრად მაგარ სერვისში 1500 დოლარად დავისვენებ. ჩემნაირი მიმტევებელი ადამიანიც გამოგყავთ უკვე მდგომარეობიდან",- წერს ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში.