„მან შემოიხია მაისური, რადგან პროვოკაცია არ გამოუვიდა“ - კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე

  • newposts.ge
  • 6 ივნისი 14:21

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - ასე გამოეხმაურა თბილისის  მერი კახი კალაძე ვარკეთილში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, აქტივისტმა მაისური თავად შემოიხია და ეს კამერებშიც კარგად ჩანს.
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ დაზარალებულს ახალ მაისურს ჩუქნის.


„სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.


ვარკეთილში ინციდენტი გუშინ თბილისის მერსა და "ანას ბაღის" დამცველთა შორის მოხდა.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge