COVID-19-ის ვაქცინის შექმნის თარიღი ცნობილია

  • imedinews.ge
  • 6 ივნისი 13:15

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ექსპერტების პროგნოზებით, 2021 წლის იანვრისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნის გეგმები ამბიციური, მაგრამ შესრულებადია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ყველაფერი იდეალურად უნდა განვითარდეს, რათა ჩვენ იანვარში ეფექტური ვაქცინა გვქონდეს. აუცილებელია გარკვეული რაოდენობის შემთხვევების შესწავლა, რათა ამა თუ იმ ვაქცინის ეფექტურობა დადგინდეს. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იანვრამდე მოხდეს? პოტენციურად, კი. მიმდინარეობს ვაქცინების ტესტირება და ამას გარკვეული დრო სჭირდება“, - აცხადებს ვირუსოლოგი ლარი კორი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge