კახა კალაძე: სად მაქვს ფილმის ყურების დრო

  • imedinews.ge
  • 8 ნოემბერი 16:32

„სად მაქვს ფილმის ყურების დრო",- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას უყურა თუ არა  ქართულ-შვედურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

„სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, ფილმის ჩვენებაზე ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული. 


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“,- აღნიშნა კალაძემ.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge