რა ღირს ადგილი ვაკის ახალ, პრესტიჟულ სასაფლაოზე?

  • primetime.ge
  • 6 ივნისი 12:46

თბილისში, ვაკის ახალ პრესტიჟულ სასაფლაოზე ადგილი $2000 ღირს. „პრაიმტაიმი“ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ვაკის სასაფლაომ სოციალურ ქსელში პოსტი დაასპონსორა და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწია.

ვაკის სასაფლაოს ადმინისტაციაში ამბობენ, რომ სოციალური ქსელით სასაფლაოს დასპონსორებაინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი გზაა და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

„ინფორმაციის ამ გზით მიწოდება არ განსხვავდება ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდების გზისგან და ამიტომ მივეცით თავს უფლება ეს გზაც გამოგვეყენებინა“.

ადმინისტრაციაში ისიც გვითხრეს, რომ $2000 მოქალაქეს სასაფლაოზე ყველაზე კარგი ადგილის შეძენა შეუძლია. თუმცა მანამდე ჰქონდათ 500 ლარიანი ადგილებიც.

რაც შეეხება დარეკლამებას, როგორც ვაკის სასაფლაოს წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩხეიძემ გვითხრა, პოსტის დასპონსორებაში ვაკის ახალი სასაფლაო ყოველთვიურად $4-ს იხდის.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge