საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

  • 6 ივნისი 12:27

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოში ცხელი და უმატესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, აღინიშნოს.


ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.


თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.