6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 5 ივნისი 23:39

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების კრიტიკულად შესაფასებლად. შესაძლოა, რაღაც გარემოებამ ან ახალმა ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს - დადებითი ან უარყოფითი. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის.


კურო


ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული კუროებისთვის. მოსალოდნელია ძველი ოცნების ასრულება, მომგებიანი გარიგება ან სასიამოვნო ინფორმაცია. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური წინადადება მიიღოთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ტყუპებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ოცნების ასრულება ან სასიამოვნო ინფორმაცია. ქალებს ვურჩევთ, რომ ახლობელ ადამიანთან საუბრის დროს მწვავე თემებს ერიდონ. გამორიცხული არ არის ცხარე კამათი და ურთიერთბრალდეწბები.


კირჩხიბი


ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ მას, ვინც დიდი ხანია საკუთარ ბიზნესზე ოცნებობს, შეუძლია ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგეს. პლანეტები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთახალ, მომგებიან საქმიან წინადადებას და თქვენთვის მაქსიმალური სარგებელით გამოიყენოთ. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ყველა პრობლემა გადაწყდება თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ.


ლომი


დღის პირველ ნახევარში უსიამოვნო ამბავი გელით, რომელიც ტყუილს ან პარტნიორის მხრიდან შესუსრულებელ დაპირებას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკულად შეფასებისთვისშესაძლოა, ახალმა ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი.


ქალწული


შესაძლოა, სწორედ ახლა იწყება პერიოდი, როცა საკუთარი ენერგიის სწორად გამოყენებას შეძლებთ. სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, თუმცა დადებითს თუ უარყოფითს უცნობია.შესაძლოა, ახალმა იდებმა თქვენს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინონ.


სასწორი


წარმატებული დღეა. მოსალოდნელია შემოსავალის მიღება და ძველი ოცნების განხორციელება. გაითვალისწინეთ, რომ ხმაურიანი კამპანია ან სტუმრების მიღება წყენით, გაუგებრობით და ორმხრივი გაუგებრობით დასრულდება.


მორიელი


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში თავს შეუძლოდ და გაღიზიანებულად გრძნობთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ მკვეთრი გამოთქმებისგან და უხეშობისგან. შესაფერისი დროა ბავშვებთან ერთად, ბუნებაში სეირნობისთვის.


მშვილდოსანი


მძიმე დღე გელით. გარემოებათა არასასურველი განვითარება ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციები გაიძულებთ, საკუთარი პრინციპების დაცვაზე იზრუნოთ. შესაძლოა, პროფესიული საქმიანობის სფეროში იმაზე მოკრძალებულ პოზიციას დათანხმდებით, ვიდრე იმსახურებთ. კარგი იქნება, თუ კომერციულ მგზავრობას და ფინანსურ ოპერაციებს სხვა დროისთვის გადადებთ.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული თხის რქებისთვის. მოსალოდნელია ძველი ოცნების ასრულება, მომგებიანი გარიგება ან სასიამოვნო ინფორმაცია. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური წინადადება მიიღოთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ადამიანები, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით სასურველ შედეგს მიაღწევთ. გირჩევთ დაავადების პირველივე სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ და აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართოთ.


თევზები


ღირებულებების გადაფასების დღეა. პლანეტები გირჩევენ, რომ გარშემომყოფი ადამიანების ცვლილებას ყურადღებით დააკვირდეთ. ბევრი ეცდება, თქვენი შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეცადეთ არ აჩქარდეთ. ყველა პრობლემა მოგვარდება თუ მშვიდად და წინდახედულად იმოქმედებთ.