აშშ-ში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩას სახელი გადაერქვა და Black Lives Matter ეწოდა

  • imedinews.ge
  • 5 ივნისი 22:48

ვაშინგტონის მერის მიურიელ ბოუზერის  განაცხადებით, ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ეწოდა.

„ჩვენ, როგორც ვაშინგტონელებს, უბრალოდ გვსურს მშვიდობიანად ვიყოთ ერთად, შევიკრიბოთ მშვიდობიანად, მთავრობას ჩვენი უკმაყოფილება დავუფიქსიროთ და ცვლილება მოვითხოვოთ“, - განაცხადა ვაშინგტონის მერმა.


აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge