ალექსანდრე ივანოვის დედა: „შვილმა დამირეკა და მითხრა, უნდა მომკლანო, მეშინია გარეთ გასვლისო“

  • rustavi2.ge
  • 5 ივნისი 22:23

ვარკეთილში სამსაათიანი სპეცოპერაცია 45 წლის ალექსანდრე ივანოვის დაკავებით დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ის პოლიციას ჩაბარდა.

ალექსანდრე ივანოვმა ჩაბარებამდე დედას დაურეკა. როგორც ლალი ივანოვი „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მის სახლს სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს. 


„შვილმა დამირეკა თბილისიდან და მითხრა, უნდა მომკლანო, მეშინია გარეთ გასვლისო. ჩემს სახლს ალყა შემოარტყა მილიციამო. მე ვუთხარი, რა მოხდა, რა არის-თქო. ვიყავი სახლშიო, ერთი გაისროლა თუ ეგონა, რომ ისროდნენ და მაგანაც გაისროლა, ეს არ ვიცი. მეუღლე, ორი შვილი - ერთი გოგო და ბიჭი ჰყავს. ხშირად რაღაც ხდებოდა ოჯახში... მთავარი ის არის, რომ არ მოკლეს და წაიყვანა სასწრაფომ,“ - ამბობს ლალი ივანოვი.  

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge