„საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება“

  • 1tv.ge
  • 5 ივნისი 21:57

თბილისის მერმაკახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება.

„ჩემი მოლოდინი არის ის, რომ პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ, ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება. საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge