,,თუ ამ კადრის შემდეგ რომელიმე გაბედავთ… უნდა შეგრცხვეთ…"– მაია ასათიანის ემოციური მიმართვა

  • 5 ივნისი 00:43

ანა გიორგობიძე – შუბითიძე სასტიკი ძალადობის მსხვერპლია. მისი თქმით, მას მთელმა ქვეყანამ ტალახი ესროლა, იმის გამო რომ ხმა ამოიღო.

ამის შესახებ ანამ ,,პროფილში" ისაუბრა.

მაია ასათიანმა კი საზოგადოებას მიმართა.


„მინდა შეხედოთ ეკრანს, თუ ამ კადრის შემდეგ რომელიმე თქვენგანი გაბედავთ და ამ ადამიანს ტალახს ესვრით, იმის გამო, რომ ხმა ამოიღო და საკუთარი თავის დაცვა სცადა.


ყველას უნდა გრცხვენოდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ამას ხედავდით და ხმას არ იღებდით, ეს ადამიანი ახლა 30 კილოგრამზე ცოტათი მეტია და ის სასტიკი ძალადობის მსხვერპლია, რატომ არ ეხმარებოდით მას?


ყველას მოგმართავთ როცა ასეთ რამეს გაიგებთ ხმა ამოიღეთ და იცოდეთ, რომ ასეთი ტრაგედია შესაძლოა თქვენთანაც მოვიდეს“, – მიმართა მაია ასათიანმა