საუკეთესო სექს-პარტნიორები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

  • see.ge
  • 5 ივნისი 00:36

ანტიკური დროიდან ითვლება, რომ მზის, პლანეტების, მთვარისა და სხვა ციური სხეულების განლაგება კოლოსალურ გავლენას ახდენს ადამიანის ბედსა და სქესთა შორის ურთიერთობაზე.

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი) – მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)


მარსი ვერძის მმართველი პლანეტაა, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქტიურ ცხოვრებას, ენერგიულ საქმიანობას, კეთილსინდისიერებას, დაუცხრომლობასა და სიჯიუტეს ჰპირდება.


ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან ეგოიზმითა და ყველა სფეროში პირველობისაკენ სწრაფვის დაუცხრომელი სურვილით. ტყუილად არ არის ის ჰოროსკოპის პირველი ნიშანი.


ვერძები ძალიან მომხიბვლელი და


ორიგინალური ადამიანები არიან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.


ვერძისთვის იდეალური მეწყვილე იქნება მორიელი. ორივე ნიშანი არა მარტო უზარმაზარი ენერგიის მფლობელია, არამედ საოცრად ამბიციური და დამოუკიდებელიც. ორივე ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ექსპერიმენტები, რის შედეგადაც სექსუალურ ცხოვრებაში მათ ჰარმონია გარანტირებული ექნებათ.


კურო (21 აპრილი – 21 მაისი) – სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)


კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხშირად ზარმაცები არიან. მიუხედავად ამისა, კუროს შეუძლია ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში, მაგრამ ხშირად ის საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებს.


კუროს უჭირს სხვა ადამიანების გაგება, რის გამოც ის ხშირად საკუთარ თავში იკეტება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მეგობრულები არიან, მაგრამ თავიანთი თავშეკავებული ხასიათის გამო ხანდახან მოსაწყენები ხდებიან.


სექსუალურ ცხოვრებაში კურო და სასწორი – ყველაზე ჰარმონიული წყვილია. ორივე ნიშანი გამოირჩევა კომპრომისზე წასვლის უნარით. კურო საკუთარ თავზე აიღებს სექსუალურ ასპექტში ურთიერთობის განვითარებას, სასწორი კი მასში ემოციურ სითბოს ჩააქსოვს.


ამ ორი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთმანეთს იდეალურად შეავსებენ და ურთიერთობას პარტნიორული სისტემით ააწყობე


ტყუპი (22 მაისი – 21 ივნისი) – ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)


ადამიანები, რომლებიც ტყუპის თანავარსკვლავედის ქვეშ არიან დაბადებულნი, ძალიან მომხიბვლელები და ამავე დროს საოცრად არამყარები არიან – მათ შეუძლიათ სულელური, ხან კი არანორმალური საქციელი ჩაიდინონ.


მიუხედავად ამისა, ტყუპი მრავალმხრივი ნატურაა, რომელიც ფლობს მძაფრ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი, დარწმუნდება რა საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში, თვითკმაყოფილი და მედიდური ხდება.


ტყუპის დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია – ხასიათის სიმსუბუქე, დიპლომატიურობა, ინტუიცია და საზრიანობა.


ტყუპისთვის ყველაზე შესაფერის პარტნიორად ლომი ითვლება. სექსუალურ თამაშში განსხვავებული ტყუპი ლომებს აღაფრთოვანებს. ტყუპი სექსში აკრძალვებსა და თავისუფლების აღკვეთას ვერ აიტანს, რასაც არამც და არამც არ გააკეთებს ლომი.


ქალწული ( 24 აგვისტო – 23 სექტემბერი) – კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)


ქალწულის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულები ანალიტიკური გონებით არიან დაჯილდოებულები. ქალწული – დაბადებიდან დამკვირვებელია, რომელიც ადამიანის ყველა ნაკლს ამჩნევს. ქალწულს ხშირად არ მოსწონს გარშემომყოფები, რის შედეგადაც ის თავით ეფლობა საქმეში და წარმატებასაც აღწევს. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა დამოუკიდებლობით გამოირჩევა.


ქალწულს ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა ექნება კირჩხიბთან. თავშეკავებულ ქალწულს შეუძლია კირჩხიბს ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმენა, ემოციური კირჩხიბი კი ქალწულის ნდობას მოიპოვებს.


კირჩხიბი შეეცდება, პარტნიორს სიამოვნება მიანიჭოს, ქალწული კი ამას შესაბამისად შეაფასებს. ურთიერთობა იქნება ძალიან ჰარმონიული და ეს ორივე ნიშანზე დადებითად იმოქმედებს.


მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი) – მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)


მშვილდოსანი – დაუცხრომელი პიროვნებაა, რომელიც ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლებისკენ ისწრაფვის. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ სწორხაზოვნები არიან: უყვართ საკუთარი აზრის გამოხატვა და არავის რჩევას არ ითვალისწინებენ. ისინი ძალიან დაკვირვებულები არიან, თავს ვერ იკავებენ საწყენი შენიშვნებისგან.


მშვილდოსნისთვის იდეალური მეწყვილე იქნება აქტიური და მოულოდნელობებით სავსე მერწყული. ამ ორი ნიშნის წარმომადგენლები მდიდარი ფანტაზიის წყალობით ერთად არ მოიწყენენ. არცერთი არ არის ეჭვიანი, ორივეს უყვარს საზოგადოებაში ყოფნა და ინტერესის სფერო ორივეს ფართო აქვს.


ამ წყვილს გრძელვადიანი სექსუალური ცხოვრება გარანტირებული ექნება.


თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი) – თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საოცრად თბილები და გულისხმიერები გახლავთ. მიუხედავად ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან თავშეკავებულები და პატივმოყვარეები არიან.


თხის რქა – მატერიალისტია, წინასწარ თვლის ყველაფერს. ყოველი ახალი დღე წარმატების მომტანი უნდა იყოს მისთვის. სხვაგვარად ის ითრგუნება. თხის რქებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და სხვისი აზრი არ აინტერესებთ.


სექსუალურ ცხოვრებაში მისთვის იდეალური პარტნიორი იქნება თევზები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ნიშანი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ისინი ძალიან მარტივად იპოვიან კომპრომისს: თევზები სიამოვნებით მისცემენ უფლებას თხის რქებს წამყვანები იყვნენ ურთიერთობაში, ძლიერი და ძლევამოსილი თხის რქა კი თევზებს ყველგან და ყველაფერში დაიცავს.

სრული ვერსიის ნახვა see.ge