სოფო ნიჟარაძე საკუთარი შვილის მამის ვინაობას მალავს - ცნობილია გოგონას სახელი

  • primetime.ge
  • 5 ივნისი 00:07

მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი შეეძინა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სოფომ ნიუ იორკში იმშობიარა, სადაც ის ბოლო რამდენიმე თვეა დედასთან ერთად იმყოფება.

ერთ-ერთი მეგობრის ცნობით, პატარას ალის-მარია დაარქვეს.


ვინ არის ბავშვის მამა და სოფოს რჩეული, ამაზე საუბრისგან მომღერლის მეგობრები თავს იკავებენ და ამბობენ - „როცა საჭიროდ ჩათვლის, თავად ისაუბრებს ამაზე".

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge