შეიძლება თუ არა ყვავის აგრესიამ ინფექცია გამოიწვიოს?

  • fortuna.ge
  • 3 ივნისი 14:14

თბილისში ყვავები გუშინ რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა, სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მომხდარში გასაკვირი არაფერია, რადგან ასეთი ქცევა ყვავებს იშვიათად, მაგრამ ახასიათებთ.


„საქართველოში ყვავები ინფექციური დაავადების გადამტანები არ არიან. ამიტომ ყვავის ნაკაწრის გამო სპეციფიური ჩასატარებელი ღონისძიებები არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოველთან და ფრინველთან ასეთი მჭიდრო შეხების შემდეგ აუცილებელია, ადამიანი ყურადღებით იყოს ხოლმე. დღეში რამდენჯერმე ტემპერატურა უნდა გაიზომოს, მაგრამ განსაკუთრებული პრევენცია გასატარებელი არაა. ამერიკაში იყო ეპიზოდი, როდესაც ყვავებისგან ვრცელდებოდა ინფექცია, რომელსაც დასავლეთ ნილოსის ინფექცია ერქვა. ჩვენთან ამ ტიპის ინფექცია არ ვრცელდება, ამიტომ ყვავები ამ მხრივ საშიშები არ არიან“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.


კითხვაზე, თბილისში ყვავის ასეთი აგრესიულობა, შეიძლება თუ არა რაიმე ინფექციით იყოს გამოწვეული, მაია ბუწაშვილი პასუხობს:


„ყვავების ქცევის ასეთი ცვლილება, არ არის ინფექციური დაავადების სპეციფიური ნიშანი. ყვავებს შეიძლება გადაჰქონდეთ ინფექცია. პერიოდულად იყო ხოლმე აფეთქება ნიუ-იორკის შტატში. იქ ყვავები იხოცებოდნენ ინფექციისგან და მათგან ადამიანებიც ინფიცირდებოდნენ. მკვდარი ყვავების დაავადებასაც ეძახდნენ ამ დაავადებას. მაგრამ ეს ინფექცია საქართველოში ყვავებს არასდროს ჰქონიათ“.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge