3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 2 ივნისი 23:28

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


მთელი დღის განმავლობაში ხალხთან ურთიერთობაში გაუგებრობები გელით, რაც თქვენს არაორდინალურ მოქმედებას მოითხოვს. მართალია, თქვენს გარემოცვას თქვენი მოქმედებები არ მოეწონება, თუმცა ეს არ უნდა გაღელვებდეთ - საკუთარ ინტუიციას ენდეთ.


კურო


ხელსაყრელი დღეა სოციალური კონტაქტებისთვის, ემოციური მიჯაჭვულობისა ან ხანგრძლივი ნაცნობობისთვის, რომელიც შესაძლოა, კარიერული წინსვლის ან ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი გახდეს. შესაფერისი დღეა მივლინებისა და მოგზაურობისთვის. წინ თავგადასავლები და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა გელით. შესაძლოა, თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშალოს, რაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.


ტყუპები


ამ დღეს იზრდება თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. ხელსაყრელი დღეა სოციალური კონტაქტებისა და ემოციური მიჯაჭვულობისთვის. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივი იქნება და მომავალში შესაძლოა, კარიერული წინსვლისა და ფინანსური კეთილდეღეობის საფუძველი გახდეს.


კირჩხიბი


გარედან ფინანსურ დახმარებას დღეს ნუ ელოდებით. ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციას და მოერიდეთ იმ ადგილებში მისვლას, სადაც ეს მოსალოდნელია. საღამოს საინტერესო და მოულოდნელი საუბარი გელით, რომელიც მარტო თქვენ არ გეხებათ.


ლომი


ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში უამრავი პრობლემა და გაუგებრობა გელით. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რადგან თქვენი წარმოდგენა რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე წარმოგედგინათ, თუმცა შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს.


ქალწული


ამ დღეს ახლობელი ადამიანებს თქვენიმოქმედებების მიმართ კრიტიკული შენიშვნები ექნებათ. დღის მეორე ნახევარში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება. გახსოვდეთ, რომ სიმშვიდე და სიყვარული ოჯახში მშვიდბის საფუძველია.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და ნერვიულობა. დღის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება და კაპიტალდაბანდება წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ცრუ დაპირებების გამო ოჯახში მოსალოდნელია გაუგებრობა.


მორიელი


სიცრუითა და ილუზიებით სავსე დღეა. არსებობს ცილისწამებისა და პროცოკაციების საფრთხე. ერიდეთ არასაიმედო ადსამიანებთან დაახლოვებას. გახსოვდეთ, ზოგჯერ შეიძლება ისეთმა ადამიანმა გიღალატოთ, ვისთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდათ. ყურადრება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვის კარგია წყლის პროცედურები, დილას და საღამოს სეირნობა.


მშვილდოსანი


ამ დღის პოზიტიური ტენდენციები საშუალებას მიგცემთ, რომ ემოციები აკონტროლოთ. შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მთელი თქვენი შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწიოთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა, ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს, რაც სამსახურეობრივ და ფინანსურ წინსვლაში დაგეხმარებათ.


თხის რქა


ამ დღის მოვლენები თქვენგან სწრაფ და ენერგიულ მოქმედებებს მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორის არაკეთილსინდისიერი მოქმედებით დაზარალდეთ, თუმცა სიტუაციაში გარკვევას ადვილად შეძლებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაც არ გაგიჭირდებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.


მერწყული


მძიმე და პასიური დღეა. მგრძნობიარე მერწყულებს შეიძლება უმიზეზო სევდა ეწვიოთ. თქვენი რბილი ბუნების გამო შესაძლოა, სრულიად უსარგებლო დავაში ჩაგითრიონ, რაც განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. დღის მეორე ნახევარი მძიმე გელით. მოსალოდნელია კამათი, სკანდალი და ტრამვები.


თევზები


ეს დღე პროვოკაციებს და აგრესიას განასახიერებს. ეცადეთ ყველა საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მოულოდნელი პრობლემების გამო შეფერხება გელით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები და ფინანსური დანაკარგი.


წყარო