"ახლა კლინიკაში ვარ, არ ვიცი, აქ რამდენ ხანს დამტოვებენ" - გელა ჩარკვიანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

  • 2 ივნისი 22:04

მწერალსა და დიპლომატს, გელა ჩარკვიანს დღეს თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ის თავად ამბობს, ოპერაცია გადაუდებელი იყო.

"გამთენიისას სასწრაფოთი წამიყვანეს და “ევექსის კლინიკაში გამიკეთეს თიაქრის ოპერაცია. თიაქარმა ამოვარდნა იცის და თავის ადგილს არ უბრუნდება. ეს საშიშია. ამიტომ ოპერაციის გაკეთება ჯობდა. ჩემს ასაკში ძნელია ყველაფერი. ახლა კლინიკაში ვწევარ. არ ვიცი, რამდენ ხანს დამტოვებენ",- ამბობს გელა ჩარკვიანი “პრაიმტაიმთან".


 
 წყარო