10 გრადუსზე კორონავირუსის გავრცელება ფერხდება! – ახალი კვლევა

  • primetime.ge
  • 2 ივნისი 19:29

სიცხესა და მომეტებული ულტრაიისფერი გამოსხივების პირობებში კორონავირუსის გავრცელება იკლებს.

,,პრაიმტაიმი" ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს.


ამერიკელმა მეცნიერებმა COVID-19-ით ავადობის გაზაფხულის თვეების მაჩვენებლები გააანალიზეს. ვირუსის გავრცელების, ან შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელდა ჰაერის ტემპერატურა, ულტრაიისფერი გამოსხივება, ნესტი და სხვ.


გაირკვა, რომ 10 გრადუს ტემპერატურაზე ზევით ინფექციის გავრცელება იკლებს.


სპეციალისტებმა სხვადასხვა ტემპერატურული დიაპაზონების მოდელირება გადაწყვიტეს და კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობა თითოეულ მათგანში შეამოწმეს: მინუს ტემპერატურა, 1-დან 4-მდე, 4-დან 10-მდე, 10-დან 16-მდე და 16-ის ზემოთ.


ვირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი სიხშირე 10 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში შეიმჩნეოდა. ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი დადგინდა მინუს ტემპერატურის პირობებში.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge