გრეგ პოპოვიჩი: „ტრამპს ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა არ შეუძლია, რადგან ავადმყოფი იდიოტია“

  • crystalsport.ge
  • 2 ივნისი 17:44

„სან ანტონიო სპურსი“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. NBA-ს 5 გზის ჩემპიონი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პირველი პირი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო შექმნილ სიტუაციაზე სათანადოდ არ რეაგირებს...

 

„შოკირებული ვარ იმით, რომ გვყავს ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია წარმოთქვას სიტყვები: „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ტრამპი თეთრი სახლის სარდაფში სწორედ ამიტომ იმალება. ის ლაჩარია. ის მდგომარეობასხ ამწვავებს და შემდეგ სკოლის მოსწავლესავით გარბის. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი მისი დაიგნორებაა. ტრამპს ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა არ შეუძლია, რადგან ავადმყოფი იდიოტია“, - აცხადებს პოპოვიჩი.


ცნობისათვის: აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციების მთავარ ლოზუნგია: „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა.

სრული ვერსიის ნახვა crystalsport.ge