როგორ უნდა დააღწიო თავი მარტოობას ფენ შუის მიხედვით?

  • 2 ივნისი 17:38

ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარცხელია მარტოობის თავიდან დასაღწევად სოციალურ ქსელში რჩევას აქვეყნებს

როგორც კვარაცხელია წერს, თუ ადამიანს ცხოვრების თანამგზავრის პოვნა სურს ყველა იმ ნივთისგან რომელიც წარსულ „რომანებს“ უკავშირდება. 

„ფენ შუი მარტოობისაგან თავის დასაღწევად...


ფენ შუიში არსებობს მრავალი მეთოდი მარტოობისგან თავის დასაღწევად. უპირველესად საჭიროა აბსოლუტურად გაწყვიტოთ კონტაქტი წარსულთან, რომელიც იწვევს თქვენში მწარე მოგონებებს, გაკავშირებთ ენერგეტიკულად მასთან და გართმევთ სასიცოცხლო ენერგიას.


თუ თქვენ ხართ მარტო და გსურთ იპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი, განთავისუფლდით ყველა იმ ნივთისაგან, რაც უკავშირდება წარსულ „რომანებს“. მოიშორეთ ყველა სუვენირი, საჩუქარი და ფოტო ყოფილი თაყვანისმცემლებისაგან.


ნუ დაკიდებთ სურათებს და ფოტოებს, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანია გამოსახული, განსაკუთრებით - მამაკაცი. ისინი იზიდავენ სიმარტოვის ენერგეტიკას. იგივე ეხება თქვენს საკუთარ ფოტოებსა და პორტრეტებს“.