ნიკა არაბიძე: თმაზე და წონაზე მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ

  • 6 ნოემბერი 18:27

იუმორისტი ნიკა არაბიძე მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს, როდესაც მისი მეგობრები "რუსთავი 2"-დან წავიდნენ, თავად კი ტელევიზიაში დარჩა. 

ნიკა არაბიძემ გულთან ახლოს მიიტანა და ინერვიულა, ის პროცესები რომლებიც "კომედი ჯგუფში" განვითარდა, როდესაც ისინი გაიყვნენ მათი ნაწილი "რუსთავი 2-ზე" დარჩა, ნაწილი კი "მთავარ არხზე" გადავიდა.


"თმაზეც მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულო იყო ის პროცესი, რაც მთლიანად ტელეკომპანიამ და ჩვენმა ჯგუფმა განიცადა. 15 წელი ცოტა არ არის და, ბუნებრივია ეს პროცესი მტკივნეულად გადავიტანე"-ამბობს ნიკა არაბიძე.


ნიკა არაბიძე ასევე ჟურნალ "სარკესთან" იმ უხერხულ მომენტებზეც საუბრობს, რომელიც "ვანოს შოუს" ჩანაცვლებამ "ნიკა არაბიძის შოუ"-თი გამოიწვია.


"ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. არხს და ჩვენს გუნდს სჭირდებოდა, საეთერო ბადე შევსებულიყო. ვერ გეტყვით, რომ ვოცნებობდი, მსგავსი გადაცემა მქონოდა საერთო ჯამში გამოვიდა ისე, რომ საქმე მომემატა და გადაცემა მიმყავს. პარასკევს საღამოს დიდ ხოცვა ჟლეტაში მოვყვევი. თავიდან ლომის ხახაში შევყავი თავი, როდესაც პარასკევს ჩავსვით ეს გადაცემა, მაგრამ ერთი მხრივ, კარგია, რადგან კონკურენცია მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს"-ამბობს ნიკა არაბიძე.


არაბიძემ მის ყოფილ თანამშრომელთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.


"მე და ვანო ჯავახიშვილი ინტერვიუების მეშვეობით ერთმანეთს ვეხმიანებით და წარმატებებს ვუსყრვებთ. ემოციები მაინც არ არის დამცხრალი. ერთმანეთის მიმართ ცუდად არ ვართ განწყობილები და მომავალშიც ასე გაგრძელდება"- ამბობს იუმორისტი და ტელეწამყვანი ნიკა არაბიძე.