როგორი გრძნობაა, როცა მთელი ცხოვრება ერთ ტანს იყოფ საკუთარ დასთან

  • mirror.co.uk
  • 2 ივნისი 17:03

სწორედ ამის შესახებ ჰყვეებიან სიამის ტყუპები კარმენი და ლუპიტა....

 

მშობლებმა გოგონები მექსიკიდან აშშ-ში სამკურნალოდ წამოიყვანეს, როცა ისინი სულ პატარები იყვნენ.


მათი დედა, ნორმა იხსენებს, თუ როგორ იქცეოდნენ ტყუპები პატარაობიდანვე: ერთი მეორეს რძის სმას არ აცლიდა ბოლომდე, კარმენი ყოველთვის ჯობნიდა ძალითაც და მოხერხებითაც.


მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ტყუპებს ბევრი ჩვეულებრივი პრობლემებიც აქვთ, ისევე როგორც მათ თანატოლებს, ისინი განსაკუთრებულები არიან.


ლუპიტა ამბობს, რომ ჩხუბის დროს, იმის ნაცვლად, რომ ცალ-ცალკე ოთახებში განმარტოვდნენ, ისინი ერთმანეთს თმას წიწკნიან და ხანდახან კბენენ კიდეც.


გოგონებს 4 ხელი და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თითოს თითო ფეხი აქვს - ანუ ერთ ფეხს კარმენი აკონტროლებს, მეორეს კი ლუპიტა.


ამის გამო მათ ფეხი 4 წლის ასაკში აიდგეს. ერთად ისწავლეს ბალანსი და კოორდინაციაც, რაც, ცხადია, ადვილი არ იყო.


ისინი ომპალოპაგური ტყუპები არიან, რაც სიამის ტყუპების 10%-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ გოგონებს ერთი გული, ფილტვები და კუჭი აქვთ.


მიუხედავად იმისა, რომ გოგონები თითქმის იდენტურები არიან, ისინი ხასიათით ძალიან განსხვავდებიან.


გოგონებისთვის ოპერაციის გაკეთება დიდი ხანია აღარ სურთ, რადგან ექიმმა გააფრთხილა მათი მშობლები, რომ გოგონებიდან მხოლოდ ერთ-ერთი გადარჩებოდა, ამიტომაც ოჯახმა ყველაფრის ძველებურად დატოვება გადაწყვიტა და საბოლოოდ აშშ-ში დასახლდა.


ოჯახმა ერთად ბევრი რამ გადაიტანა და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა უწევთ, ისინი მხიარულები არიან და ცდილობენ ყველაფერს იუმორით უპასუხონ.




სრული ვერსიის ნახვა mirror.co.uk