"პაკაზუხობა" და ქართული გოიმობა არ მიყვარს" - ბორის ბედია იმერელ გოგოზეა შეყვარებული

  • სარკე
  • 6 ნოემბერი 15:52

მომღერალი ბორის ბედია მის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა და საკუთარ რჩეულს საზოგადოებას აცნობს.

"ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი გოგონაა, მოგვწონს ერთმანეთი. ერთად კარგად ვგრძნობთ თავს"- ამბობს მომღერალი.


ბორის ბედიას რჩეული იმერეთიდან არის, მათ ერთმანეთი კაფეში გაიცნეს, როდესაც ბედია მის ახლობელს შეხვდა მასთან ერთად იყო ეს გოგონაც, რომელიც დღეს უკვე მომღერლის რჩეულია. 


"დავიმეგობრე სოციალურ ქსელში, შევხვდით ერთმანეთს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე. არ ვარ ისეთი ტიპი, რომ "ფეისბუქით" შევაფასო ადამიანი. 3-4 წუთიც რომ გავჩერდე "ფეისბუქში", მერე ცუდად ვხვდები, არ მიყვარს სოციალური ქსელები, ადამიანების გაცნობა "ფეიქსბუქით" არის დიდი სისულელე!"-ამბობს ბედია.


მომღერალი გოგონას ვინაობას ჯერ-ჯერობით ინკოგნიტოდ ტოვებს.


"მან მთხოვა ასე და მერე ერთად ყველა ნახავს. მთავარია ჩვენ გულში სიხარულია".


როგორც ბედია ამბობს, ისინი ერთნაირად ფიქრობენ ბევრ რამეში, "არ არის მუდო, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება".


ბედია ჟურნალ "სარკესთან" ოჯახის შექმნაზეც ალაპარაკდა და ამბობს, რომ უკვე ამის დროც არი.


"ყველაფერი იქნება, უბრალოდ არ გვინდა გავუსწოთ დროს და შეყვარებულობის პერიოდით ვტკბებით."პაკაზუხობა" და ქართული გოიმობა არ მიყვარს. თუ გიყვარს შენთვის იცოდე, რას აგებინებ სხვებს!?"-ამბობს მომღერალი.


ბორის ბედია ფიქრობს, რომ მეოჯახე ქმარი იქნება.


"პირველ რიგში, არის ოჯახი და მერე- სხვა. უაზროდ რომ ფლაგავენ... ან სად მაქვს გასაფლანგი ფული?! არ მიყვარს სისულეებეში და "მარიაჟობებში" რომ ყრიან ფულს"-ამბობს ბორის ბედია.


 


 


 


 


 


 

წყარო: სარკე