აშშ-ს საავიაციო ბაზაზე სროლებია, მოკლულია ორი სამხედრო

  • 2 ივნისი 01:29

აშშ-ს საავიაციო ბაზაზე სროლებია. მოკლულია ორი სამხედრო. 

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ბაზა Grand Forks-ზე, ჩრდილოეთ დაკოტას შტატში, 4:30 საათზე ინციდენტი მოხდა. სროლის დროს დაიღუპა, სულ ცოტა, ორი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ განცხადება Grand Forks-ის საიტზეა განთავსებული.


ბაზის სამხედრო ხელმძღვანელობა წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს - მას შემდეგ, რაც დაღუპულთა ოჯახებს შეატყობინებენ.